დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს

4 ნოემბერი, 2022
➡️დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

➡️შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბი ფილაშვილი, ა.(ა)ი.პ. ების ხელმძღვანელები და პროგრამაში ჩართული მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

➡️დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ სიახლეებზე.

➡️საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2022 წლის მარტიდან ქვეყანაში ამოქმედდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომლის მიზანია სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმება.

➡️დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს.

➡️პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას

➡️დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

➡️საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.

➡️ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

➡️აღნიშნული პროგრამით ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე 474 სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბენეფიციარია დასაქმებული.



გააზიარე