დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახმეტაში

16 April, 2018

14 აპრილს,ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერის  მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი მარათონი.მარათონში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს,რომლებსაც მაისურებზე სიმბოლურად დამაგრებული ქართული ანბანის ასოები ქონდათ.

მარათონის დასრულების შემდეგ ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა თემატური კონცერტი,სადაც მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.

 

გააზიარე