ქ.ახმეტაში კახეთის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს

4 ნოემბერი, 2022
➡️ქ.ახმეტაში კახეთის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა ეზოში შესასვლელების გათვალისწინებით 937გრძ. მეტრ მანძილზე.

➡️აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება შეადგენს 415 682 ლარს.

➡️სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზამშენი 2005" ასრულებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.



გააზიარე