ქონების მართვის განყოფილება

ქონების მართვის განყოფილება არის ეკონომიკის სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება

ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოების წილების, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;.
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე
  • წინადადებებისა მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;;
  • წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
  • მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ზედამხედველობა
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება მერის შესაბამისი დავალების საფუძველზე
  • მოიჯარეთა მიერ მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით დადებული საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი (პირობების შესრულება, საიჯარო ქირის გადახდა);.
  • ახორციელებს სრულ მონიტორინგს მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე;
  • საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
გააზიარე