მიმდინარეობს ყაზბეგის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია

3 ნოემბერი, 2022
↘️ქ.ახმეტაში, ყაზბეგის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა ეზოში შესასვლელების გათვალისწინებით 942 გრძ. მეტრ მანძილზე.

➡️აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება შეადგენს 217,600 ლარს.

➡️სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,ბახტრიონი 2012“ ასრულებს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

 


გააზიარე