მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

ახმეტის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახმეტა, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოსა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან. ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია ერთი ქალაქი – ახმეტა და 107-მდე სოფელი.
   

ახმეტის მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია:

  • ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეული – ქ. ახმეტა.
  • მატნის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: მატანი;
  • საკობიანოს ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: ბაყილოვანი, დედისფერული,  კუწახტა,  საკობიანო, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა;
  • დუისის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: დუისი, წინუბანი;
  • ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: ბირკიანი, ძიბახევი, ჯოყოლო;
  • ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: დუმასტური, ომალო; ზემო ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი;
  • ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: ზემო ალვანი, ხორბალო;
  • ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: ბაბანეური, ქვემო ალვანი;
  • მაღრანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: არგოხი, მაღრანი, ფიჩხოვანი;
  • ოჟიოს ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: ალავერდი, კოღოთო, ოჟიო;
  • ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: აწყური, ახალდაბა, ზემო ხოდაშენი,  ჩაბინანი, ჩარექაული, ხველიანდრო, ხორხელი;
  • ქისტაურის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნის ველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ქისტაური;
  • კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფელი კასრისწყალი;
  • თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: აგეურთა, ალისგორი,  ბასო, ბეღელა,  ბიქუურთა,  ბოჭორნა, ბუხურთა, გირევი, გოგრულთა,  გუდანთა, დადიკურთა, დანო, დართლო, დაქიურთა,  დიკლო,  დოჭუ,  ეთელთა,  ილიურთა,  იფხორი, ვაკისძირი, ვერხოვანი, ვესტმო,  ვესტომთა, ვეძისხევი, თუშეთის საბუე,  ინდურთა,  ინწუხი, კვავლო,  კოკლათა,  ნაციხარი,  ომალო, ორციხე,  ჟველურთა,  საგირთა, საჩიღლო, ტბათანა, ფარსმა,  ქუმელაურთა, ცოკალთა, შენაქო, შტროლთა,  ჩიგლაურთა,  ჩიღო,  წარო,  ჭალა,  ჭერო,  ჭეშო, ჭონთიო,  ხახაბო, ხისო,  ჯვარბოსელი, ჰეღო;
  • შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული –  სოფლები: ბუხრები, ვეძები, ნადუქნარი, საბუე, შახვეტილა, ჩაჩხრიალა,  ჭართალა,  ჯაბური, ბუღაანი, ქვემო ჩოფჩაური.

გააზიარე