საკრებულოს სხდომა # 1 - 18 იანვარი

21 იანვარი, 2021

 
  18 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით პირველი  სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილა: 

დღის წესრიგი:
 
 
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის 2018-2022 წლებისათვის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ფიჩხოვანში მდებარე 118820.0კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 5029.0კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, პირობიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის, ქირის საწყისი საფასურისა და პირობების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
3. ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ;
  /მომხსენებელი - დავით იმერლიშვილი/
4. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე სპორტული სტადიონისათვის ვაჟა შაბალაიძის სახელის მინიჭების შესახებ;
  /მომხსენებელი - დავით იმერლიშვილი/
5. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის შეთანხმების შესახებ;
  /მომხსენებელი -ლევან ითიურიძე/
  
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე