
4 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეჩვიდმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/ მომხსენებელი - ზაზა მიგრიაული/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავი ქონების, ყოფილი თესლის ხარისხის ინსპექციის შენობისა და მასზე დამაგრებული 777.0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, პირობიანი იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/ მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქ. N50-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 10.4 კვ.მ საიჯარო ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით განკარგვისას, საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ.
/ მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქ N50-ში მდებარე შენობის II-ე სართულზე 40.2კვ.მ ფართის ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ცენტრი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/ მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".