საკრებულოს სხდომა # 3 - 1 თებერვალი

2 მარტი, 2023
1 მარტს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ახმეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ (ს/კ - 224630095) და ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება - ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის“ (ს/კ - 224631478) რეორგანიზაციის (შერწყმის) თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ შათირიშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საჩალეში მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორიის) ორი ერთეული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი კატეგორია) მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ქისტაურში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 15120 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი - 50.10.36.109) აღნაგობის უფლებით, პირობიანი აუქციონის წესით სარგებლობაში გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის, ქირის საწყისი საფასურისა და პირობების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მატანში კულტურის სახლის შენობის (საკადასტრო კოდი - 50.11.37.083) პირველ სართულზე მდებარე 13.2 კვ.მ ფართობის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით ფიზიკური პირისთვის თანხმობის მიცემისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ დუისში მდებარე მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში 36.8კვ.მ ფართობისა (საკადასტრო კოდი - 50.05.34.260) და მისი მიმდებარე შენობის (საკადასტრო კოდი - 50.05.34.261) ა(ა)იპ „მედინა 2015“-სთვის (საიდენტიფიკაციო კოდი - 424613118) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
7. „ახმეტის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
8. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
 /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/

მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე