საკრებულოს სხდომა # 3 - 4 მარტი

5 მარტი, 2021
4 მარტს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგით მესამე  საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს: 

დღის წესრიგი:
 
 
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თამარ ყეინიშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მოძრავი ქონების („ნაგავმზიდი“ ავტომობილი „ISUZU NPR”, VIN კოდი: NNANPR71LO2027463N, გამოშვების წელი-2007) ააიპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარეგანათების სამსახურისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
 /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700კვ.მ მიწის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
  /მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".
გააზიარე