
04 მარტს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა:
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების გაყოფის, ახალი დასახლების შექმნისა და სახელდების თაობაზე წინადადების მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ლევან ითიურიძე/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - დავით აბულაძე/
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ახმეტაში, თამარის ქუჩაზე მდებარე შენობის ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახური“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ქალაქ ახმეტაში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 16 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის საპრივატიზებო ნუსხისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
6. 2019 წლის 21 ნოემბერს გამოცხადებული, ელექტრონული პირობიანი აუქციონის წესით ვერ გაყიდული, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ კასრისწყალში მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობისა და მასზე დამაგრებული 1501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის განმეორებით პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 30%-იანი ფასდაკლებით პრივატიზების, საწყისი საფასურის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, ბორბლიანი ექსკავატორის კამაცუ PW 160-7-ის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში დამტკიცებისა და ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილება იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".