
7 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეცხრე საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ განკარგულება
/მომსხენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი -ილია გუმაშვილი /
3. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - თინათინ კუდიანაშვილი/
მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ "მიმაგრებულ ფაილში".