სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება

სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება არის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება

სახაზინო და საბუღალტრო განყოფილება ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
  • განათავსებს ინფორმაციას გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ;
  • არეგისტრირებს ვალდებულების დოკუმენტს;
  • განათავსებს პირველად დოკუმენტს;
  • აღიარებს ოპერაციას (სტანდარტული/წინასწარი გადახდის) დარიცხვით;
  • არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას;
  • მიღებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას, რეგისტრაციის მიზნით ელექტრონული მომსახურების სისტემაში მონაცემთა შეტანას;
  • საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას;
  • საგადასახადო დეკლარაციის შედგენასა და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;
  • შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ხელშეკრულების პროექტის ანალიზს;
  • კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით  საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას;
  • საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას კანონმდებლობით გათვალისწინებული  ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
  • ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური ან /და კვარტალური და წლიური ინფორმაციის მომზადებას და საბიუჯეტო განყოფილებისთვის წარდგენას;
  • კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას.
გააზიარე