საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება არის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს დაქვემდებარებული განყოფილება

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
  • მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
  • მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
  • უზრუნველყოფს აქტიურ თანამშრომლობას მასმედიის წარმომადგენლებთან და აწარმოებს მათთან ინფორმაციის გაცვლას; უზრუნველყოფს პრესისა და ტელევიზიის მიერ მომზადებული მასალების გაცნობას შემდგომი რეაგირების მიზნით;
  • მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • კოორდინაციას უწევს მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის საჯარო მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
  • მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგვმასა და ორგანიზებას;
  • ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;
  • მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
  • საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
  • მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კორდინაციას;
  • ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავებას, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადებას, სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას და შეგროვებას
  • მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
  • საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას და დაფინანსების მოპოვებას
  • საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას
გააზიარე