სოფელ საკობიანოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა

16 ნოემბერი, 2017

სოფელს საკობიანოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესტუმრა.

ფეხბურთის ფედერაციამ მთელი საქართველოს მასშტაბით პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე არსებული სტადიონები განახლდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მოედანი დახაზეს, ახალი ბადეები ჩამოკიდეს, კარები და ტაბლო შეღებეს. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ  ბავშვები ბურთებით დაასაჩუქრა. ფედერაციის გუნდსა და  მუნიციპალიტეტის გოგონათა ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.ბოლოს კი, მეგობრული მატჩი ითამაშეს ფედერაციის გუნდმა და საკობიანოსა და ახმეტის საფეხბურთო სკოლის ნაკრების ბავშვებმა.

გააზიარე