თუშეთის მოსახლეობას სააღდგომო პაკეტები გადაეცა

12 April, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 20 პირს, სააღდგომო საჩუქრის სახით,  100 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების პაკეტები გადასცა.

სააღდგომო პაკეტების გადაცემის მიზნით თუშეთში მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ნათია ფეტვიაშვილი და მერის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძე იმყოფებოდნენ.

Share page