ახმეტაში შოთა ფშაველაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა
21 ოქტომბერს, ქალაქ ახმეტის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა ვეტერანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის შოთა ფშაველაშვილის სახელობის ტურნირი უმცროს ჭაბუკთა შორის.
ტურნირში მონაწილეობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სულ 8 გუნდი.
აღნიშნულ შეჯიბრებაში გამარჯვება მოიპოვა ა.ა.ი.პ საფეხბურთო სკოლა ბახტრიონის მწვრთნელის გია ვალაშვილის გუნდმა ,,ბახტრიონი’’.
საფეხბურთო ტურნირის მიზანი, როგორც ფეხბურთის განვითარება და ხელშეწყობა, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება იყო .