კოლეჯები

საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისის'' ალვანის ფილიალი

mob: 599 19 81 92

E-mail: kachreti@gmail.com

2007 წელს  სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ შემოუერთდა  ქვემო ალავნის ფილიალი, რომელიც დაარსდა 1980 წელს. მანამდე იგი შედიოდა ახმეტის რაიონის სოფელ მატნის პროფესიული სასწავლებლის შემადგენლობაში.  1995 წლიდან 12 წლის განმავლობაში იყო უფუნქციოდ, ხოლო 2007 წელს საქართველოში შემუშავებული პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების შემდეგ, ქვემო ალავნის პროფესიული სასწავლებელი შედის სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ შემადგენლობაში მის ერთ-ერთ ფილიალად.

2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ქვემო ალავნის ფილიალის სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 100 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უნივერსალური დიზაინის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმრო.

სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება  გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ   ტესტირების საფუძველზე. სასწავლო მეცადინეობები ტარდება წინასწარ შედგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად სასწავლო გეგმის და სილაბუსის მიხედვით.  ალვანის ფილიალი ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც  რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია.

საწავლო პროცესის პარალელურად მაღალ დონეზე ტარდება სასწავლო პრაქტიკა, როგორც ადგილზე  ადგილობრივ სახელოსნოში, ასევე შპს  საწარმო „თუშეთი- მატყლში“, რომელთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც საწარმოო პრაქტიკის გავლასთან, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით.

2017 წელს  ალვანის განყოფილებაში გათვალისწინებულია პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია შემდეგ პროგრამებზე: 

1.    თექის ხელოსნი

2.    დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

3.    ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი

თვითოეული პროფესია  მიესადაგება თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოთხოვნებს და პერსპექტიულია. აღნიშნული პროფესიების სწავლება   ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას და რაც მთავარია  მოხდება  ძველი ქართული ხელოვნების ტრადიციების აღდგენა, შენარჩუნება და განვითარება.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ - http://www.collegeaisi.ge/

 

 

 

 

გააზიარე