საკრებულოს სხდომა # 2 - 7 თებერვალი

8 თებერვალი, 2024
7 თებერვალს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე /
2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 ივნისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
4. „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
5. „ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხორბალოში მდებარე 170280.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (50.01.39.006.022) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებისა და პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამტკიცების შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/

გააზიარე