საკრებულოს სხდომა # 6 - 3 მაისი

5 May, 2023
3 მაისს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
2. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი -ილია გუმაშვილი/
3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი - ილია გუმაშვილი/
4. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  /მომხსენებელი - მარინა მაისურაძე/

გააზიარე