საკრებულოს სხდომა # 7 - 7 ივნის

8 ივნისი, 2023
7 ივნისს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებით სათათბირო ორგანოს - საბჭოს შექმნის, მისი შემადგენლობის განსაზღვრისა და დებულების დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - რევაზ გახუაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ოჟიოს ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 50.12.31.449) პირველ სართულზე მდებარე 9.26კვ.მ სამუშაო ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ოჟიოს ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 50.12.31.449) პირველ და მე-2 სართულზე მდებარე, ჯამური ფართობით 63.86კვ.მ სამუშაო ფართის ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქირის საწყისი წლიური საფასურის დამტკიცების შესახებ;
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/

გააზიარე