აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

2 April, 2019

დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე ახმეტის ახალგაზრდული იდეის წევრებმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმაც აღნიშნეს სლოგანით - ,,მე აქ ვარ, შენ სად ხარ” და ჰაერში სიმბოლურად ჰელიუმის ლურჯი ფერის ბუშტები გაუშვეს.

გააზიარე