ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაში

29 დეკემბერი, 2017

დღეს ახმეტის კულტურის სახლში,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  ხელშეწყობით მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაში ჩატარდა. თამაშში მონაწილეობა ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელშიც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, განათლების რესურს-ცენტრის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები შედიოდნენ, გამარჯვებულად ქალაქ ახმეტის N2 სკოლის გუნდი დასახელდა. თამაშის ყველა მონაწილე გუნდს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრებს თასი და დიპლომები გადაეცათ.

გააზიარე