ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

საკრებულოს სხდომა # 12 - 4 ოქტომბერი

6 ოქტომბერი, 2023
4 ოქტომბერს 12 : 00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეთორმეტე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს:
დღის წესრიგი:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში რუსთაველის ქუჩა N 56-ში მდებარე შენობის (ს/კ 50.04.43.112) პირველ სართულზე 162.90 კვ.მ სამუშაო ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით შ.პ.ს „სოკარ ჯორჯია გაზი“-სთვის (ს/კ 202403121 ) გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ კოღოთოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 26077კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 50.12.35.316 ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფ. ხორბალოში მდებარე ოთხი ერთეული 50.01.39.002.603; 50.01.39.000.374; 50.01.39.007.606; 50.01.39.007.604 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ერთ ლოტად პირობიანი აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  /მომხსენებელი - თეიმურაზ შაშიაშვილი/
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
  /მომხსენებელი - ვანო ნასყიდაშვილი/
5. საკრებულოს წევრის გიორგი ბართიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

გააზიარე