ცხელი ხაზი : +995 599 09 96 35

შეხვედრა პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან

25 იანვარი, 2019
➡️კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა,ფონდის - ღია საზოგადოება საქართველოს(OSGF) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის -,,ჩვენ ვართ პანკისიდან" განხორციელება. პროექტის მიზანი პანკისელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ✅პროექტის ფარგლებში დუისის საგანმანათლებლო ცენტრში პანკისელი ახალგაზრდები კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან - იზა ბექაურთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ზაზა მიგრიაულსა და მერიის კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს - ფიქრია ხოხობაშვილს შეხვდნენ. ✅ გაიმართა დისკუსია თემაზე -,,პრობლემური საკითხების ინიცირება", რომლის დროსაც გამოიკვეთა ხეობის ახალგაზრდების სხვადასხვა პრობლემები,საჭიროებები და სურვილები. დაიგეგმა, რომ პანკისის ხეობის ახალგაზრდები შექმნიან საინიციატივო ჯგუფებს და აქტიურ შეხვედრებს გააგრძელებენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
გააზიარე