სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

20 იანვარი, 2020
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
20 იანვარს შეხვედრები აწყურში, ზემო ხოდაშენში, ახალდაბაში, ჩარექაულში, ხველიანდროში, ჩაბინაანში და ხორხელში ჩატარდა.
მოსახლეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
საერთო კრებებზე, განსახორციელებელი პროგრამები შეარჩიეს.


გააზიარე