2023 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ახმეტის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო საჯარო და არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები, მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარებ

27 დეკემბერი, 2023
  • 2023 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ახმეტის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო საჯარო და არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები, მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტზე (2024-2027წწ). პრიორიტეტების გამოკვეთის მიზნით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
  • მოსახლეობის გამოკითხვა (კითხვარის შევსება შესაძლებელი იყო როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად); Civic Lab-ის მეთოდოლოგიით, ექსპერტების დახმარებით, ჩატარდა ვორკშოპი; დაიწერა სიტუაციის ანალიზი; გაკეთდა SWOT ანალიზი; შემუშავდა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა. გიზიარებთ სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილ დოკუმენტს გასაცნობად. თქვენი მოსაზრების დასაფიქსირებლად, გთხოვთ, 10 იანვარს მობრძანდეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, საკრებულოს დარბაზში (მე-3 სართ), სადაც გაიმართება აღნიშნული დოკუმენტის საჯარო მოსმენა.
    გააზიარე